კახა კალაძე: ჩვენი მხრიდან, გენგეგმაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, პასუხისმგებლობას ვიღებთ
თბილისი მერმა, კახა კალაძემ გენერალური გეგმის განხილვის დროს აღნიშნულ საკითხზე, მერიის პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან განაცხადა, მათთვის გრძელვადიან პერსპექტივაში ქალაქის სწორი განვითარება მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით, მერიის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები აუცილებლად განსახილველი და ყურადსაღებია.
„ჩვენი მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ჩვენ ვიღებთ. ჩვენ ვართ ქალაქის ხელმძღვანელობა. მე ვიწროპარტიული ინტერესებიდან არ გამოვდივარ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქალაქი სწორად განვითარდეს და თითოეულმა მოქალაქემ კეთილდღეობა იგრძნოს.
როდესაც ხარისხზე ვსაუბრობთ, რატომ არ უნდა იყოს წარმოდგენილი, თუნდაც ის შეცდომები, რომელზეც ვსაუბრობთ?! 2 მლნ 800 ათასი იხარჯება ბიუჯეტიდან. რას ჰქვია არ უნდა იყოს წარმოდგენილი, რა მიდგომებია ეს?! ელემენტარულია ის, რომ გამქრალია სკვერები?! ხომ გვაქვს კონცეფცია, რასაც ყველა მივესალმებით, რომ უნდა იყოს მწვანე ქალაქი?! ყველა რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, მიმართულია იმისკენ, რომ ქალაქში არსებული მდგომარეობა გამოსწორდეს. ის არის სწორი, რომ გავაქროთ სკვერები?!“- განაცხადა კალაძემ.