რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

რიკოთის საავტომობილო გვირაბში, 28 მარტს,  ღამის 00:00 საათიდან  დილის 07:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ „კვირას“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SCADA) ტესტირების მიზნით საჭიროა გვირაბის დაკეტვა. რის გამოც, 28 მარტს, ღამის 00:00 საათიდან  დილის 07:00 საათამდე, გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადაირთვება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე“,- აცხადებენ დეპარტამენტში.

დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები