“თი-ბი-სი” ავტოპარკს ეკომეგობრული ავტომობილებით ანახლებს
“თი-ბი-სი” ბანკის ავტოპარკში ავტომობილები ეტაპობრივად ეკო მანქანებით ჩანაცვლდება. ძველი მანქანების ჰიბრიდის ტიპის ავტომობილებითა და ელექტრომობილებით შეცვლის პროცესი უკვე დაიწყო და პირველ ეტაპზე 35 ავტომანქანა ჩანაცვლდა. ახალი ავტომობილების წყალობით, “თი-ბი-სიმ” უკვე საგრძნობლად შეამცირა CO2 -ის გამოყოფა: ჩანაცვლებამდე 35 ავტომობილზე საშუალოდ თვეში 12,549.000 გრამი CO2 გამოიყოფოდა. ახლანდელი მდგომარეობით კი ეს მაჩვენებელი 5,016.000 გრამი გახდა.
ეკო მანქანებით სარგებლობა “თი-ბი-სის” ერთ-ერთი ნაბიჯია თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ. კვლევების თანახმად დაბინძურების ძირითადი მიზეზი სწორედ მოძრავი წყაროებიდან წარმოქმნილი გაფრქვევებია და მისი უდიდესი წილი სატრანსპორტო სექტორზე მოდის.
R