როგორ ემზადებიან დონეცკში რეფერენდუმის ჩასატარებლად (ინტერნეტში გავრცელებული სკანდალური ჩანაწერი)

  უკრაინის უშიშროების სამსახურმა უტყუარი მტკიცებულება მიიღო, რომ რუსეთის მხარე ემზადება და კოორდინაციას უწევს უკრაინის აღმოსავლეთ ოლქში ე. წ. რეფერენდუმის ჩატარებას ,,დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ შესაქმნელად, წინასწარ ცნობილი შედეგებით.
Youtube-ის ვიდეოჰოსტინგზე დღეს განთავსდა სარეკლამო რგოლი, რომელშიც 2 წუთის და 36 წამის განმავლობაში მოსაუბრეები დონეცკში რეფერენდუმის საკითხს განიხილავენ. ეს საუბარი ,,რუსული ნაციონალური ერთიანობის“ ლიდერს ალექსანდრე ბარკაშოვს და არარეგისტრირებული სეპარატისტული ორგანიზაციის ,,მართლმადიდებელი დონბასის“ მეთაურს დიმიტრი ბოიცოვს შორის შედგა. ვიდეოში ისინი რეფერენდუმის ჩატარების ნიუანსებს განიხილავენ, ასევე საუბრობენ ე.წ. ,,დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ შექმნის შესახებ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=fzot1GhKadk&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები