თეატრის საერთაშორისო დღე აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში აღინიშნება
27 მარტს, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში, თეატრის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, დაგეგმილია ახალი ჟურნალის – „თეატრის“ წარდგენა. ასევე, გაიმართება პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი – „საბრალდებო დასკვნა“.
სპექტკლის დასრულების შემდეგ „თეატრალური საზოგადოების“ მიერ 15 ნომინაციაში ყოველწლიური პრემია გაიცემა.
ღონისძიების დასასრულ, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ქურუმს გადასცემს მსახიობ გაბო მდინარაძეს.