ლეგენდარული რობერტ პლანტი საქართველოში კონცერტს გამართავს

19 ივლისს, Black Sea Arena როკის ლეგენდას – რობერტ პლანტს უმასპინძლებს.
Black Sea Arena-ს ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, „ლედ ზეპელინის“ წევრი საქართველოს შავი ზღვის  მე-12 ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში ესტუმრება.
ბილეთების ფასი 60 ლარიდან დაიწყება. ფესტივალს „ისთერნ ფრომოუშენსი” და „თიბისი სტატუსი“ მართავენ.
შავი ზღვის ჯაზფესტივალი 2018 წლის 19 ივლისს დაიწყება და 22 ივლისამდე გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები