თსუ-ში სპექტაკლ „სტუმარ-მასპინძლის“  პრემიერა გაიმართება

30 მარტს, 18:00 საათზე, თსუ სააქტო დარბაზში, სპექტაკლ „სტუმარ-მასპინძლის”  პრემიერა გაიმართება, ვაჟა-ფშაველას პოემის მიხედვით.
როგორც თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, სპექტაკლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტისა და სახალხო თეატრის  “სხვენის” ორგანიზებით  დაიდგმება. წარმოდგენა უნივერსიტეტის საიუბილეო 100 წლის ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება.

რეჟისორი: გ. გომურაშვილი;  მხატვარი: თ. გურგენიძე;  ქორეოგრაფი: პ. მხეიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები