პუტინი სეპარატისტებს 11 მაისის რეფერენდუმის გადადებას მოუწოდებს

   რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სეპარატისტებს მოუწოდა, 11 მაისისთვის დაგეგმილი რეფერენდუმი გადაიტანონ. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
“მოვუწოდებთ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის წარმომადგენლებს, ქვეყნის ფედერალიზაციის მომხრეებს 11 მაისისთვის დაგეგმილი რეფერენდუმი გადაიტანონ, რათა ამით საჭირო პირობები შეიქმნას დიალოგისთვის”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
პუტინმა ასევე მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში სადამსჯელო სპეცოპერაცია.
შეგახსენებთ, რომ 11 მაისს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში რეგიონების სტატუსის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები