საქართველოს მწერალთა სახლში ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართება

28 მარტს, 18:00 საათზე,  საქართველოს მწერალთა სახლში  ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართება. როგორც „კვირას“ სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოებიდან აცნობეს, საღამო ქართველი ებრაელი პოეტისა და მთარგმნელის გარდაცვალებიდან 5 წლისთავს მიეძღვნება.

„მაინც საიდან იღებს ამ საოცარი ქართველი ებრაელი გენიალური მთარგმნელის ფენომენი სათავეს. ჩვენი აზრით, ეს მდგომარეობს შემდეგში: თავისუფლებადაკარგული ქართველი ერისთვის დატყვევებული იუდეველების გოდება ბაბილონის მდინარესთან, იერემიას ფსალმუნი, ქართველი მუზის მსახურთა შთაგონების წყაროდ იქცა. ებრაული მთარგმნელობითი სკოლის ტრადიციას კი საქართველოში უხსოვარ წარსულში აქვს ფესვები გადგმული. როცა ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის მიწასთან გასწორების შემდეგ, ებრაელები მოადგნენ საქართველოს, მათი პირველი მისიონერული მოღვაწეობა სწორედ მთარგმნელობითი საქმიანობა გახლდათ. აი, საიდან მოდის, როგორი სულიერი ენერგიისა და დიდი გენეტიკური მეხსიერების მატარებელი შემოქმედი იყო ჯემალ აჯიაშვილი.
იგი თითქოს ბიბლიიდან მოსული სინათლისა და ჭეშმარიტების მაძიებელი მოგვი იყო ჩვენ შორის. ამიტომაც მიიბარა და მიითბო გულში სიყვარულით წმინდა მიწამ“, – აღნიშნავს სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი დავით შემოქმედელი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები