ნიგერიაში 8 გოგონა გაიტაცეს

  ნიგერიაში 12-დან 15 წლამდე ასაკის 8 გოგონა გაიტაცეს. პოლიციის ვერსიით, გამტაცებლები ისლამისტური დაჯგუფება “ბოკო ჰარამის” წევრები არიან, რომლებმაც რამდენიმე კვირის წინ 270 სკოლის მოსწავლე გაიტაცეს, მათგან 53-მა გაქცევა მოახერხა. რამდენიმე დღის შემდეგ დაჯგუფების ლიდერმა გატაცებაზე პასუხისმგებლობა აიღო. თავის მიმართვაში მან განაცხადა, რომ გატაცებულებს ან გაყიდიან, ან ცოლად შერთავენ ნიგერიელ მამაკაცებს. ადგილობრივი მთავრობა აცხადებს, რომ ბავშვების საპოვნელად ყველაფერს აკეთებს. გატაცებულთა ოჯახების წევრები კი მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები