მოსახლეობა სლავიანსკს ტოვებს
დონეცკის ოლქ ქალაქ სლავიანსკს მოსახლეობა მასობრივად ტოვებს. როგორც ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან სლავიანსკიდან ცოლ- შვილი წაიყვანა, რადგან მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. მისი თქმით, სლავიანსკი უკვე დაახლოებით 400-მა მანქანამ დატოვა. მოსახლეობამ შექმნილი ვითარების გამო ქალაქიდან ოჯახები გაიყვანა.
„არ დაიჯეროთ, რომ სლავიანკის მაცხოვრებლები რუსეთის და ტერორისტების მხარეზე არიან. ეს ყველაფერი სიცრუეა. ის ადამიანები – ადგილობრივი “ნარჩენები” ნარკომანები და ლოთები არიან, რომლებიც ქუჩებში შეიარაღებულები დადიან. წესიერი ხალხი მათ შორის არ არის”, – განუცხადა სლავიანკის მაცხოვრებელმა ჟურნალისტებს. მან ასევე ქალაქში ჩეჩნების არსებობის შესახებაც დაადასტურა ინფორმაცია.