ოპერის თეატრში „ტურანდოტის“ პრემიერა გაიმართება

25 მარტს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ჯაკომო პუჩინის ოპერის „ტურანდოტი“ პრემიერა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ოპერის თეატრიდან აცნობეს, საპრემიერო სპექტაკლები ასევე შედგება 27 და 30 მარტს და 1, 14 და 15 აპრილს.

დამდგმელი დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი;
დამდგმელი რეჟისორი – ალფონსო სინიორინი (იტალია);
სცენოგრაფი – კარლა ტოლომეო (იტალია);
კოსტიუმები – ფაუსტო პულიზი და ლეილა ფტეიტა (იტალია).

„ტურანდოტი“ თბილისის ოპერის თეატრისა და ტორე დელ ლაგოს პუჩინის ფესტივალის ერთობლივი პროდუქციაა, რომელსაც ოპერის თეატრი, ზაფხულში, პუჩინის ფესტივალზე სხვა სპექტაკლებთან ერთად შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები