სოფო მინაძის ხელნაკეთი ნივთების პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

25-26 მარტს, 18:00 საათზე,  სოფო მინაძის ხელნაკეთი ნივთების პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ღონისძიებას უმასპინძლებს არტგალერეა “Art Gallery”.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: ხელნაკეთი ბიჟუტერია, ნაქსოვი, თექის, ტყავისა და ნატურალური ქვების აქსესუარები, ინტერიერის ხელნაკეთი აქსესუარები, სამოსი, ჩანთები და სხვა…
გამოფენის ფარგლებში, მომხმარებელს საშუალება ექნება, სასურველი არჩევანი გააკეთოს წარმოდგენილი სხვადასხვა ტიპის ხელნაკეთი ნივთებიდან, რომლებიც გაერთიანდება ერთ სივრცეში. ასევე, ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს საშუალება ექნებათ, ისიამოვნონ არაჩვეულებრივი ფურშეტით.
მის: უზნაძის ქუჩა №13.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები