ცხუნკურის ეკლესიის სამრეკლოს სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა

 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის ღვთისმშობლის შობის სახელობის სატაძრო კომპლექსის სამრეკლოს სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა. სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად შეასრულაა.
ძეგლის მიმდებარე ტერიტორია გაიწმინდა ჩახერგილობისაგან, გამოფიტული კედლის ნაწილებს გაუკეთდა დემონტაჟი, აღდგა კედლები ფასადებსა და ინტერიერში, აღდგა სამრეკლოს გუმბათი, კარნიზი, აივანი და კიბეები, აღდგა იატაკები სართულებში.

სამუშაოს ასრულებდა  შპს “კირითხურო”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები