სამეფო უბნის თეატრში შვედი დრამატურგის დრამის მიხედვით „დემონები“ დაიდგმება

24, 25 მარტს, 20:00 საათზე,  სამეფო უბნის თეატრში პრემიერაა. როგორც „კვირას“ თეატრიდან აცნობეს,  თანამედროვეობის უდიდესი შვედი დრამატურგის, ლარს ნურენის დრამის მიხედვით სცენა პირველ ქართული დადგმას – „დემონებს“ უმასპინძლებს.
ფრანკს შინ გარდაცვლილი დედის ფერფლი მოაქვს. დაპირების მიუხედავად, მის ცოლს სახლი არ დაულაგებია, არც ძმა და რძალი გამოჩნდებიან, რათა ერთად გამოეთხოვონ დედას. შეკავებული გრძნობები ერთიანად ამოხეთქავს, როცა მათთან სტუმრად მეზობლად მცხოვრები ოჯახური წყვილი ამოდის. ეს თითქოს ჩვეულებრივი საღამო თავშეუკავებელ, დამამცირებელ და სასტიკ დაპირისპირებაში გადაიზრდება, სადაც ორი ქალი და ორი კაცი საკუთარ დემონებს სრულ თავისუფლებას მისცემს.
რეჟისორი: მიხეილ ჩარვკიანი;  თარგმანი: დავით გაბუნია; მხატვარი: ქეთი ნადიბაიძე; მუსიკალური გაფორმება: ერეკლე გეწაძე; მონაწილებენ: თორნიკე გოგრიჭიანი, კახა კინწურაშვილი, ნატუკა კახიძე, ქეთა შათირიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები