“მანანა იცოცხლებს და ჩვენ მას დავეხმარებით”

“…ღმერთის წყალობით იგი გადარჩა, თუმცა უამრავი ახალი ძვირადღირებული მედიკამენტი დაუნიშნეს, რომლის შეძენა მის ოჯახს არ შეუძლია…”

მშობელს არაფერი ისე არ უკლავს გულს, როგორც შვილის ავადმყოფობა. რა წარმოუდგენელი სულიერი ტკივილი ეუფლება ამ დროს ადამიანს, რომლიც ათვითცნობიერებს, რომ სრულიად უძლურია და  ვერაფრით შველის მისთვის ყველაზე საყვარელ არსებას, მათ შორის ვერც საკუთარი სიცოცხლის გაღებით… თუმცა, ფარ-ხმალის დაყრა გამოსავალი არ არის. საჭიროა თავდაუზოგავი ბრძოლა სიცოცხლის გადარჩენისთვის!

15 წლის მანანა ღვინჯილია ღვიძლის დაავადებისგან იტანჯება. 7 წლის წინ ბავშვი უცებ ცუდად გახდა, გრძნობა დაკარგა და ძირს დაეცა. როდესაც იგი საავადმყოფოში მიიყვანეს, ექიმები დიდხანს იკვლევდნენ თუ რა სჭირდა მანანას, თუმცა უშედეგოდ. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მოხერხდა მისთვის დიაგნოზის დადგენა და ძვირადღირებული მკურნალობის დანიშვნა.

ღვინჯილიების დიდ ოჯახს ერთი წუთითაც კი არ უფიქრია ხელის ჩაქნევა და „მოლოდინის“ რეჟიმში ყოფნა. სასწრაფოდ გაყიდეს საკუთარი სახლი და თანხა მანანას მკურნალობას მოახმარეს. დედა ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩხოროწყუს რაიონის ერთ-ერთ მიუვალ სოფელში გადავიდა საცხოვრებლად. უფრო სწორად, თავი შეაფარეს წინაპრების ნახევრად დანგრეულ, პატარა ფიცრულ სახლს. მანანა კი მამამ თბილისში წაიყვანა, რათა სასწრაფოდ დაეწყოთ გოგონას მკურნალობა.

„მზად ვარ სიცოცხლე გავწირო შვილისთვის, მაგრამ ახლა მე მას ყველაზე მეტად ვჭირდები. ღმერთს ვევედრები, რომ ჩემი გოგონა ფეხზე დადგეს”,- ამბობს მანანას მამა იაგო, რომელიც ქალიშვილთან ერთად ნაქირავებში ცხოვრობს. მანანას  ორგანიზმი რაც დრო გადის სულ უფრო და უფრო სუსტდება და გამუდმებულ ყურადღებას ითხოვს. იაგო ვერ იწყებს მუშობას, რადგან ვერ ტოვებს შვილს მარტო. თუ სადმე ორი კაპიკი იშოვა,  ყველაფერი შვილის სპეციალურ კვებაზე და მედიკამენტებზე იხარჯება, თავად კი ხშირად მშიერი რჩება.

მანანას დედა ვერ ჩამოდის ხშირად შვილის სანახავად, რადგან ვერც ბავშვებს ტოვებს მარტო და არც ტრანსპორტის ფული აქვს.

ამასწინათ მანანა ისე შეუძლოდ გახდა, რომ სასწრაფოდ დასჭირდა ოპერაცია. ღმერთის წყალობით იგი გადარჩა, თუმცა უამრავი ახალი ძვირადღირებული მედიკამენტი დაუნიშნეს, რომლის შეძენა მის ოჯახს არ შეუძლია.

მეგობრებო, მოდით შევიდეთ მათ მდგომარეობაში და არ მივცეთ ავადმყოფობას იმის საშუალება, რომ ხელიდან გამოსტაცოს მშობლებს ეს ბავშვი!

თუ გაქვთ შესაძლებლობა დაეხმაროთ მანანა ღვინჯილიას,  თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მანანა ღვინჯილია) ან ჩარიცხოთ პირდაპირ საიტიდან:

აკეთე სიკეთე და იცხოვრე სიყვარულში!

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები