დავით მაღრაძე ნობელის პრემიაზე წარადგინეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დათო მაღრაძე ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად დაასახელა. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ დღეს განაცხადა.  ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
მისი თქმით, წელს დავით მაღრაძეს პროფესიულ ასპარეზზე ბევრი საინტერესო სიახლე ელოდება, მათ შორის ისიც, რომ „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დათო მაღრაძე ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად დაასახელა“.
ეს ინფორმაცია გიორგი შარვაშიძემ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მაშინ გაახმაურა, როდესაც დავით მაღრაძეს იტალიის რესპუბლიკის სოლიდარობის ორდენი გადაეცა.
როგორც შარვაშიძემ აღნიშნა, დავით მაღრაძე ნობელის პრემიაზე წარდგენილია, როგორც თსუ-ს კურსდამთავრებული და თსუ-ს საზოგადოების გამგეობის წევრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები