“ყველასგან განკიცხულნი” – ჩალიგავების ოჯახი დახმარებას ითხოვს

შეუძლებელია, ამ ფოტოს ტკივილით რომ არ შეხედო, ხოლო თუ თქვენ თავად მოინახულებთ ამ გოგონებს, გაოგნდებით ნანახით! იქ ისეთი რთული მდგომარეობა სუფევს, რომ გული მოგიკვდებათ. ეს არის აბსოლუტური სიღატაკე სასოწარკვეთის ფონზე! ჩალიგავების ოჯახი სასწრაფოდ შველას ითხოვს, თუმცა დახმარების ხელი ჯერ არავის გაუწოდებია…

24 წლის ასმათი და 17 წლის თინათინი ფსიქიკური და ფიზიკური პრობლემებით დაიბადნენ. სამწუხაროდ, მათ მშობლებს არ გააჩნდათ მატერიალური საშუალება, რომ ემკურნალათ ბავშვებისთვის, მიეცათ მათთვის სპეციალური განათლება გარე სამყაროსთან ურთიერთობის დასამყარებლად.

ამ გოგონების ცხოვრება ტკივილით და სევდით არის სავსე. ღმერთმა აშოროს ყველას ის მწარე ბედი, რაც მათ ერგოთ.

ჩალიგავების ოჯახი ფოთთან ახლოს ცხოვრობს საშინელ პირობებში. თუ მათ ადგილზე იხილავთ, თავს ცრემლებისგან ვერ შეიკავებთ. უბრალოდ, წარმოუდგენელია, როგორ უძლებენ ეს ადამიანები ასეთ უმძიმეს ყოფას. სოციალური შემწეობა მხოლოდ ელემენტარულ საკვებზე ჰყოფნით, ძვირადღირებულ წამლებს და ჰიგიენურ საშუალებებს, რომლებიც ასე ჰაერივით სჭირდებათ, ვერ ყიდულობენ.

ასმათი და თინათინი ძალიან მოსიყვარულე გოგონები არიან. თუ ათასში ერთხელ ვინმე მოინახულებს, ისინი მზად არიან ჩაეხუტონ მას და ადამიანური სითბო იგრძნონ… მაგრამ სამწუხარო ის არის, გოგოებს, ფაქტობრივად, ყველა გაურბის, ახლობელიც და შორეულიც, არავინ აკითხავს და არავის სურს მათთან ურთიერთობა… მართლაც, რომ ძალიან ცუდი ფაქტია!

„ღმერთს შევთხოვ, რომ გადმოგვხედოს და შეუმსუბუქოს ჩემს ქალიშვილებს ცხოვრება“, – ამბობს ასმათის და თინათინის დედა, რომელიც ლამის სასოწარკვეთაშია ჩავარდნილი, მაგრამ ჯერ კიდევ არ კარგავს გადარჩენის იმედს!

საცხოვრებელში, პრაქტიკულად, არაფერია მთელი. ყველაფერი – ავეჯი, ჭურჭელი, ტანსაცმელი, თეთრეული… არის ძველი და გამოუსადეგარი. იატაკი დიდი ხანია დალპა, ხოლო სახურავიდან წვიმა თქეშით მოედინება… ერთი სიტყვით, აბსოლუტური სიღარიბე სუფევს!

თუ ამ ადამიანების ცხოვრებაში გამოჩნდება დამხმარე ხელი, ეს იქნება უზარმაზარი ბედნიერება მათთვის. დიახ, ასმათს და თინათინს, ასევე მათ შეჭირვებულ ოჯახს,  სჭირდებათ: წამლები, პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, საოჯახო ნივთები, თეთრეული… მათი ცხოვრება ახლა ბეწვზე ჰკიდია და ვიმედოვნებთ, რომ თქვენი თანადგომის და მხარდაჭერის მეშვეობით იგი არ გაწყდება!

მეგობრებო, თუ გაქვთ შესაძლებლობა, დაეხმაროთ ჩალიგავების ოჯახს, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ “ჩერნოვეცკის” ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ასმათ და თინათინ  ჩალიგავები) ან ჩარიცხოთ პირდაპირ საიტიდან:

თუ მდიდარი ხარ, მოიპოვე ცხონება მოწყალებით, გაჭირვებულის თანადგომით, თავმდაბალი გულუხვობით და შეიძენ სიმდიდრეს ღმერთში!!!

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები