ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილზე მოძრაობა თავისუფალია

ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილზე მოძრაობა თავისუფალია.  ამის შესახებ “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

“ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 106-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”,- აცხადებენ დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე, დღეს დილას, დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოვიდა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები