ვაჟა-ფშაველას I კვარტალში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოს ვაკის მაჟრიტარმა წევრმა გიორგი ბირბიჩაძემ წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა და ვაჟა-ფშაველას I კვარტალში მდებარე სკვერში სარეაბილიტაციო  სამუშაოები დაიწყო.

ამასთან დაკავშირებით დეპუტატი ვაკის რაიონის გამგებელთან ნოდარ ტურძელაძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, დაგეგმილი პროექტის თაობაზე  დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათი წინადადებები მოისმინა.

როგორც გიორგი ბირბიჩაძემ აღნიშნა, წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად  დაიგება ასფალტის საფარი, განახლდება და მოეწყობა ბორდიურები. ასევე გამწვანდება აღნიშნული ტერიტორია, მოეწყობა  ახალი დასასვენებელი სივრცე და საბავშვო გასართობი მოედანი,  გაკეთდება საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა.

აღნიშნული სამუშაოები ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები