პროკურატურასა და განათლების სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

   საქართველოს მთავარი პროკურატურის ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია სკოლის მოსწავლეებში სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბებისა და მათი ცნობიერების ამაღლების გზით. მემორანდუმის ხელი საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მოაწერეს. მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს გამართავენ და სამართლებრივ საკითხებზე ინფორმაციას მიაწვდიან. მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება სკოლებში პროექტის “იმიტირებული გამოძიება“ განხორციელება. პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლებთან ერთად გამოიძიებენ იმიტირებულ სისხლის სამართლის საქმეს. ჩაატარებენ სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებებს, რაც დაეხმარება მოზარდებს, გააცნობიერონ გამოძიების პროცესში მოქალაქეების მონაწილეობის მნიშვნელობა. პროკურატურასა და სამინიატროს შორის ერთობლივად შემუშავდება საგანმანათლებლო პროექტში გამოსაყენებული როგორც თეორიული და ვიზუალური მასალები, ასევე საინფორმაციო შეხვედრების გეგმა და თემატიკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები