გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს

ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს 2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახმა მიუსამძიმრა.
წილკანში, ოთხოზორიას ოჯახის წევრები, მათ შორის მეუღლე და მშობლები იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს 30 წლის გიგა ოთხოზორია, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს.
შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან გუშინ გამთენიისას გადაასვენეს.
არჩილ ტატუნაშვილს 24 მარტს, სოფელ ქანდაში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები