უკრაინის სამხედრო ტექნიკა მარიუპოლსა და ბერდიანსკში შევიდა
დღეს დილით დონეცკის ოლქის მარიუპოლში უკრაინის სამხედრო ტექნიკა შევიდა. ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები ქალაქის ყველა რაიონში განაწილდნენ. ამ დროისთვის მაღაზია “სილნოსთან” დაახლოებით 10 ტანკია განლაგებული, მათ სიახლოვეს კი სამხედროები დგანან. ტანკების კოლონა რაიონ ილიჩევსკოეშიც დაინახეს, – ამის შესახებ გამომცემლობა “0629” იუწყება. რვა სამხედრო ტექნიკა ილიჩევსკოეს რაიონის სოფელ სარტანაშიც განლაგდა. მარიუპოლის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის არსებობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილობრივი დროით 9:30 საათზე უკრაინის სამხედრო ტექნიკა ბერდიანსკში შევიდა, რომელიც მარიუპოლიდან 80 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, – ამის შესახებ pro.berdyansk.biz იუწყება.