ხელნაკეთი ნივთების საგაზაფხულო გამოფენა გაიმართება

23 მარტს, 11-დან 20 საათამდე, სოციალური თერაპიის სახლში,  ხელნაკეთი ნივთების საგაზაფხულო გამოფენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ეს მორიგი გამოფენაა, რომელსაც ტრადიციულად ატარებს „Apnsc კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“.
ხელნაკეთი ნივთები, ბლოკნოტები, რვეულები, სუვენირები  სოციალური თერაპიის სახლის ბენეფიციარმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა დაამზადეს.
„გეპატიჟებით თბილ, ლამაზ გარემოში, სადაც გელით ფართო არჩევანი ხელნაკეთი, ორიგინალური, ექსკლუზიური ნივთებისა. მობრძანდით, გაგვახარეთ და გპირდებით თქვენს ცხოვრებას კიდევ ერთი ლამაზი დღე შეემატება.
ჩვენ მოვინდომეთ, გავითვალისწინეთ თქვენ გემოვნება.
მობრძანდით და გააკეთეთ განსაკუთრებული არჩევანი!“ – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მის: ძმები უბილავების ქ.8 (300 არაგველის მეტროსთან).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები