მარჯანიშვილის თეატრში „მეფე – ირემის“ პრემიერა გაიმართება

23 და 24 მარტს, მარჯანიშვილის დიდ სცენაზე კარლო გოცის პიესის მიხედვით შექმნილი ახალი სპექტაკლის „მეფე-ირემის“ პრემიერა გაიმართება.
როგორც „კვირას“ თეატრიდან აცნობეს, რეჟისორმა სპექტაკლის დადგმა წლების წინ ჩაიფიქრა. კარლო გოცის პიესა  დღევანდელობის თვალსაზრისით აქტუალური და დამაფიქრებელია.
ალექსანდრე ელოშვილი: „პრემიერის წინა დღე ყოველთვის განსაკუთრებული დღეა. გინდა, რომ დრო გაჩერდეს, ანდა უკან დაბრუნდეს, რადგანაც თავში უამრავი აზრი გიტრიალებს, უამრავი იდეა გაქვს და ყველაფრის შეცვლა გინდა, მაგრამ გვიანია. პრემიერის წინა დღე იმ დღეს ჰგავს, სახლში რომ საპატიო სტუმრებს ველოდებით, რა თქმა უნდა, რემონტს ვერ მოვასწრებთ, მაგრამ ყველაფერს საზეიმოდ ვრთავთ და ვალამაზებთ”. 
რეჟისორი – ალექსანდრე ელოშვილი;  კოსტიუმების მხატვარი – ნინო სურგულაძე; სცენოგრაფი – ლევან წულაძე;  კომპოზიტორი – მიშა მდინარაძე; ქორეოგრაფი – თინათინ წულაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები