რატი ამაღლობელის „ანგელარიუმის“ კითხვა და დავით ხიდაშელის „ანგელოზების” გამოფენა გაიმართება

23 მარტს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში რატი ამაღლობელის ახალი ლექსების კრებულის, „ანგელარიუმის“ კითხვა და დავით ხიდაშელის ციკლის – “ანგელოზების” გამოფენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ მწერალთა სახლიდან აცნობეს, რატი ამაღლობელის „ანგელარიუმს“ „ინტელექტი“ აპრილის ბოლოს გამოსცემს. მწერალთა სახლში მკითხველს ექნება შესაძლებლობა, მოისმინოს ლექსები ჯერ კიდევ გამოუცემელი კრებულიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები