გურამ ოდიშარიასთან შეხვედრა გაიმართება

22 მარტს, 19 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“ გურამ ოდიშარიასთან შეხვედრას უმასპინძლებს. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ღონისძიება იმართება ყოველკვირეული ციკლის „საუბრები ისტორიაზე“ ფარგლებში.
გურამ ოდიშარია ისაუბრებს გასული საუკუნის 70-იან, 80-იანი წლების სოხუმზე, ქალაქის კოლორიტსა და ადამიანურ ურთიერთობებზე, ომისდროინდელ და ომისშემდგომ, ასევე – დღევანდელ სოხუმზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები