გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ანტინარკოტიკულ კამპანიას გაეცნენ

  შსს-ს წარმომადგენლებმა, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, თბილისის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში შეხვედრა გამართეს და სტუდენტებს ე.წ. ბიოს მოხმარების წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს.
სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარების მავნე ზეგავლენის შესახებ სტუდენტებს ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ესაუბრა. შს სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსმა სოფო კილაძემ ახალგაზრდებს განუმარტა, რომ 1 მაისიდან ძალაში შევიდა კანონი „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა. კანონის თანახმად, იკრძალება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა ან უკანონოდ გატანა, შესაბამისად, მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება.
შსს-ს წარმომადგენლებმა სტუდენტებს ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში გადაღებული საინფორმაციო ვიდეორგოლები უჩვენეს, რომლებშიც სხვადასხვა პროფილის ექიმები ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარებით გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობენ. კამპანიის სლოგანია: „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“, მიზანი კი ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირებაა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=NT_LFDz5rSc&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები