სანდრო ბრეგაძეს კლინიკის დატოვების შემდეგ დააკავებენ

“ქართული მარშის” ერთ-ერთ ლიდერს, სანდრო ბრეგაძეს კლინიკის დატოვების შემდეგ დააკავებენ, – ამის შესახებ ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი აცხადებს, რომელიც სანდრო ბრეგაძის ინტერესებს იცავს.
ადვოკატი განმარტავს, რომ ბრეგაძე გუშინ იმის გამო ვერ დააკავეს, რომ ის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვისას შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს.
ჯავახიშვილის თქმით, დაკითხვის ოთახში უჰაერობა იყო და ბრეგაძე შეუძლოდ გახდა.
ამასთან, ადვოკატის განცხადებით, ბრეაგაძეს პირადი ცეცხლსასროლი იარაღი და ტელეფონიც ჩამორთმეული ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ ღუდუშაურის კლინიკის ექიმი ბრეგაძის წამების ფაქტს გამორიცხავს და ამბობს, რომ მას არანაირი ფიზიკური და შინაგანი დაზიანებები არ აღმოაჩნდა.
რაც შეეხება ლადო სადღობელაშვილისა და კიდევ 4 დაკავებულის საკითხს, ადვოკატის თქმით, მათ ბრალი ოფიციალურად, სავარაუდოდ, ხვალ წარედგინებათ.
ღუდუშაურის საავადმყოფოში ბრეგაძის პალატასთან დაცვაა მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები