ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოქალაქეებს რამდენიმე მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცა

დღეს აღინიშნება რამდენიმე მნიშვნელოვანი დღე. მინდა მივულოცო ჩვენს მუსულმან მოქალაქეებს ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„დღეს აღინიშნება რამდენიმე მნიშვნელოვანი დღე. მინდა მივულოცო ჩვენს მუსულმან მოქალაქეებს ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული. ასევე ჟურნალისტიკის დღე მინდა მივულოცო ჟურნალისტებს, განსაკუთრებით, საქართველოს პარლამენტში მომუშავე ჩვენს ჟურნალისტებს. დღეს ასევე აღინიშნება მესაზღვრის დღე და მინდა მივულოცო ეს დღე მესაზღვრეებს, რომლებიც ემსახურებიან ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, სახელმწიფო საზღვრის დაცვას. ასევე დღეს აღინიშნება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, რომელიც გვახსენებს ჩვენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ყველამ ერთად ვიზრუნოთ ამ ადამიანების უფლებების დაცვაზე და მათი უფლებების რეალიზებაზე. დღეს არის ასევე მეტყევის საერთაშორის დღე და მინდა ჩვენს მეტყევეებს მივულოცო დღევანდელი დღე. ქართული ტყის დაცვა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი მისია”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები