ირაკლი კობახიძე: ის იყო ნამდვილი გმირი, რომელიც დააკლდა სრულიად საქართველოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ სხდომაზე ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ იგი საქართველოს ღირსებას სხვადასხვა ფრონტზე იცავდა. მისივე თქმით, გარდაცვლილი არამარტო მის ოჯახს, არამედ სრულიად საქართველოს დააკლდა.
”არჩილ ტატუნაშვილი იცავდა საქართველოს ღირსებას სხვადასხვა ფრონტზე, მათ შორის ავღანეთში, ერაყში და ის იყო ნამდვილი გმირი, რომელიც დააკლდა არამარტო მის ოჯახს, არამედ სრულიად საქართველოს. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო სამძიმარი მისი ოჯახის და სრულიად საქართველოს მიმართ”, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს წუხელ გადმოეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები