საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საგარეჯოში მოქალაქეებს განახლებულ ფილიალში ემსახურება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო  საგარეჯოში მოქალაქეებს განახლებულ ფილიალში  ემსახურება. ახალგარემონტებული ადგილობრივი ფილიალი სრულად აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკითა და საოფისე ინვენტარით.

საგარეჯოს ფილიალის უფროსი ოპერატორის ზურაბ ბაზერაშვილის თქმით, განახლებული და კომფორტული გარემო მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოქალაქეებისთვის, არამედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივი თანამშრომლებისთვისაც.

საგარეჯოს ფილიალში დანერგილია ყველა ის ელექტრონული პროგრამა, რაც მოქალაქეებს მომსახურებით სწრაფად, მარტივად და კომფორტულად სარგებლობის საშუალებას აძლევს. კერძოდ, საგარეჯოს ფილიალში  მიმდინარეობს სარეგისტრაციო განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღება, მოქალაქეებისთვის კონსულტაციას გაწევა  სარეგისტრაციო საკითხებთან დაკავშირებით, მიღებული დოკუმენტაციის დიგიტალიზება, მათი სისტემატიზაცია და არქივისთვის გადაცემამდე შენახვა.

ფილიალი, ყოველდღიურად, დაახლოებით 120-მდე მოქალაქეს ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები