ლევან დავითაშვილი „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ წევრი ორგანიზაციების  წარმომადგენლებს შეხვდა.

ლევან დავითაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს აგრარულ დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო და დეტალურად ისაუბრა იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რომელიც დღეისათვის არსებობს. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია განვითარების ეფექტური პოლიტიკის შემუშავების პროცესში და რომ მიღებული გადაწყვეტილებები მისაღები და გაზიარებული უნდა იყოს ბიზნესწრეების მიერ.

„ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან მთავრობა შეხვედრებს სისტემატურად მართავს. ბიზნესთან კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელიც  სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრას 20-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებმაც მათთვის საინტერესო კონკრეტული მიმართულებებით არსებული ვითარებისა და გეგმების შესახებ დასმულ კითხვებზე პასუხები მინისტრისგან მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები