პირობით მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის საკითხებზე შეხვედრა იმართება

   პირობით მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის საკითხებზე სასტუმრო „ბეტსში“ შეხვედრა ტარდება. ორდღიანი სამუშაო შეხვედრა პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს სტრატეგიისა და თანამშრომელთა საქმიანობის აღწერილობების საკითხებზე ტარდება.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში” ფარგლებში იმართება. წარმომადგენლობითი ღონისძიება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გახსნა. ასევე მონაწილეობენ: პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლები, პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები.

სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის პროფესიული სტანდარტები, მათი სამუშაო აღწერილობები და საქმის წარმოების პროცედურები გააცნეს. მომხსენებლებმა ისაუბრეს პირობით მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვის სქემებსა და კრიტერიუმებზე, აგრეთვე ჯგუფური მუშაობის თავისებურებებზე. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეული სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველო 2014 წლის იანვარში ჩამოყალიბდა. სამმართველო დაგეგმავს, კოორდინირებას და მონიტორინგს გაუწევს პირობით მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციიისა და გადამზადების პროგრამებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები