რიმა ბერაძე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვს ესტუმრა

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე რაიონში მცხოვრებ დაუნის სინდრომის მქონე ნოდარ მელიცკაურს ესტუმრა და მას სიმბოლური საჩუქრები და წიგნები გადასცა. რიმა ბერაძემ თბილისის მუნიციპალიტეტში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის არსებული პროგრამების შესახებაც ისაუბრა.

„ეს საოცარი, თბილი და ნიჭიერი ბავშვები ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. ისინი ყოველ ნაბიჯზე ამტკიცებენ, რომ იმაზე მეტი შესაძლებლობები აქვთ, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში არის გარკვეული პრობლემები მათ სწორად აღქმასთან დაკავშირებით,  თუმცა გვჯერა, რომ ნოდარისნაირი  ბავშვები მალე  შეცვლიან საზოგადოების ნაწილის წარმოდგენებს „მზის შვილებზე“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები