ოსიპოვას საქმე, ანუ რატომ უჭერენ მხარს სომეხ ქალს თბილისში, თვით აზერბაიჯანელებიც კი

ოსიპოვა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობისთვის მეოთხედ იყრის კენჭს და ყოველ ჯერზე, ეთნიკური უმცირესობებისათვის გაუგებარი მიზეზით, მისი კანდიდატურა არ მტკიცდება.
საქართველოს ეთნიკურ უმცირესობათა სათემო ორგანიზაციების 60-მდე წარმომადგენელი, რომელთა შორის ხუთი აზერბაიჯანელია, მოუწოდებს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატად იზაბელა ოსიპოვა წარადგინოს.
ამის შესახებ Sputnik Армения-ს კორესპონდენტს ესაუბრა საქართველოში აზერბაიჯანელთა თემის წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ზაურ ხალილოვი.
ოსიპოვა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობისთვის მეოთხედ იყრის კენჭს და ყოველ ჯერზე, ეთნიკური უმცირესობებისათვის გაუგებარი მიზეზით, მისი კანდიდატურა არ მტკიცდება. ომბუდსმენისადმი მიმართვის ავტორების აზრით, ეროვნული უმცირესობები საქართველოს ყველა საზოგადოებრივ სტრუქტურაში უნდა იყვნენ წარმოდგენილი, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოშიც.
ლომჯარიამ ამ დღეებში აღნიშნულ პოსტზე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ფონდის“ დირექტორის ზვიად დევდარიანის კანდიდატურა წარადგინა. მოგვიანებით მან (ზვიად დევდარიანმა) უარი თქვა შეთავაზებაზე.
„ჩვენ არ ვამახვილებთ ყურაღებას იმაზე, თუ რომელი ეროვნების წარმომადგენელია ბელა ოსიპოვა. ჩვენთვის ის პირველ რიგში პროფესიონალია, რომელიც ჩვენ – ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს გვსურს ვიხილოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში“, – განაცხადა ხალილოვმა.
ხალილოვი ამბობს, რომ ოსიპოვა ყველა ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ ერთხმად იქნა არჩეული, ვინაიდან ის მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა სსმ (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელში) ჟურნალისტად, კარგად ერკვევა თემატიკაში, მუშაობს ეთნიკურ უმცირესობათა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ა.შ. ბელა ომბუდსმენის აპარატის თანამშრომელი და ყველაზე შესაფერი კანდიდატურაა ამ პოსტისათვის, განმარტა ხალილოვმა.
მას არ აფერხებს ის ფაქტი, რომ ოსიპოვა ეთნიკური სომეხია, და ის მხარს უჭერს მის კანდიდატურას საქართველოს აზერბაიჯანელთა თემის სახელით. ხალილოვს მიაჩნია, რომ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ამგვარი კონსოლიდირებული თანამშრომლობის პრეცედენტები, განსაკუთრებით ამ რეგიონში, მრავალი უნდა იყოს.
ხალილოვის აზრს იზიარებს საქართველოს იეზიდთა თემის წარმომადგენელი, ჩართულობისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი აგიტ მირზოიანი.
მან ხაზი გაუსვა, რომ ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ოსიპოვა გახდეს სსმ სამეურვეო საბჭოს წევრი.
„ჩვენ საქმით უნდა დავადასტუროთ ის, რის შესახებაც მრავალი წელი ვსაუბრობთ. ვგულისხმობ ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების პოლიტიკურ და საზოგადოებივ მონაწილეობას ქვეყნის სასიცოცხლო პროცესებში. ჩვენ ეს იმ მოქმედებებით უნდა ვაჩვენოთ, რომლებიც მოზარდი თაობის მოტივირებას მოახდენს“, – აღნიშნა მირზოევმა Sputnik Армения-ს კორესპონდენტთან საუბრისას.
მისი თქმით, საზოგადოებრივ უმცირესობათა ხმა უნდა აღწევდეს მსმენელამდე, განსაკუთრებით იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც სსმ-ს ეხება, რომელიც გადასახადის გადამხდელთა სახსრებით არსებობს. მირზოევი დარწმუნებულია, რომ ოსიპოვას კანდიდატურის დამტკიცება იმის დასტური იქნება საქართველოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის, რომ ამ ქვეყანაში აფასებენ პროფესიონალებს და არ განასხვავებენ მათ ეთნიკური ნიშნით.
ორგანიზაცია „შენ“-ის ხელმძღვანელს, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეროვნებათა საბჭოს წევრს მიხეილ ავაკიანს არ ესმის, რატომ არ უნდა დამტკიცდეს ამ პოსტზე ადამიანი, რომელიც ყველა მოთხოვნას შეესაბამება, ფლობს სახელმწიფო ენას და არის მაღალი დონის პროფესიონალი.
თავად ოსიპოვა ჯერჯერობით თავს იკავებს კომენტარებისგან, ვინაიდან საბოლოო შედეგები ჯერ არ არის. თუ საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს მას ამ თანამდებობაზე, ის პირობას დებს, რომ განახორციელებს ფართო პოლიტიკას ქართულ საზოგადოებაში უმცირესობათა წარმომადგენლების საინფორმაციო ინტეგრაციისათვის.
(R)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები