აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ფინანსურ ვალდებულებებზე, მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, ლექცია-სემინარი გამართა

ფინანსური ვალდებულებების, მოსალოდნელი რისკებისა და სააღსრულებო პროცედურების შესახებ, ლექცია-სემინარი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის მე-11 საჯარო სკოლაში გამართა.
პრევენციული კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში, სასესხო პრობლემების ირგვლივ საუბარი დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთან შედგა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, 14-17 წლის მოზარდებმა ბიუროს თანამშრომლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს ვალის, ფინანსური ვალდებულებებისა და ადმინისტრაციული სახდელის შესახებ. თავდებობის, იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევებში აღებული ვალდებულებებისა და უფლებების შესახებ. არასასურველი ვალისგან თავის დაცვისა და ადმინისტრაციული ჯარიმების საურავების შესახებ.
პროექტის მიზანია, მოზარდთა კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფებში, რომლებიც მალე სრულწლოვანი მოქალაქის სტატუსს მიიღებენ და შეეძლებათ ფინანსურ ვალდებულებების აღება, მოახდინოს პრევენციული კომუნიკაცია, რათა ახალგაზრდები ერთის მხრივ ინფორმირებული იყვნენ საკუთარი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ, ასევე თავიდან აიცილონ დამატებითი ხარჯები, დაზოგონ დრო და ენერგია.
პრეზენტაციას აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელი ეკატერინე მარხვაშვილი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, პაატა შამუგია უძღვებოდნენ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს.
პრევენციული კომუნიკაციის პროექტი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნა და მას რამდენიმე წელია თბილისისა და რეგიონების სკოლებში ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების ინფორმირება ხდება, რათა მოზარდებმა აწონ-დაწონონ და გააცნობიერონ შესაძლო რისკები, ვიდრე ვალისა და ფინანსური ვალდებულებების აღებას გადაწყვეტენ. ამგვარ შეხვედრებს აღმასრულებლები საჯარო სკოლის მოსწავლეებთან რეგულარულად მართავენ. თითქმის ყველა შეხვედრის შემდეგ ბავშვები აცხადებენ, რომ მიწოდებული ინფორმაციის დიდი ნაწილი მათთვის აქამდე უცნობი იყო და ფინანსური ვალდებულებების აღებას უფრო ფრთხილად მოეკიდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები