მამუკა მდინარაძე მედიას ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ქართველ ჟურნალისტებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს.

“ადამიანებს, რომლებსაც არანორმალურად უყვართ საკუთარი პროფესია, მათ, ვინც კოლეგიალურები, უზომოდ ნიჭიერები და ენერგიულები, ხშირად ძალიან კრიტიკულები, მაგრამ უაღრესად ადეკვატურები არიან; ადამიანებს, რომლებსაც დიდი მოთმინების და შრომის განსაკუთრებული უნარი გააჩნიათ, ვისთვისაც გამორჩეული პროფესიული ჟინით მოქმედება, დინამიკა და გაუჩერებელი მოძრაობა, უკვე უბრალოდ სასიამოვნო ჩვევაა, – ჩემი უდიდესი პატივისცემა მინდა დავუდასტურო! ვულოცავ ქართველ ჟურნალისტებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს!”,- აცხადებს მდინარაძე.

21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. მედიის წარმომადგენლები პროფესიულ დღეს 1993 წლიდან აღნიშნავენ. საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, 21 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღე 1993 წელს ერთობლივად დააწესეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები