თბილისში ბახის 333-ე დაბადების დღე აღინიშნება

25 მარტს, 13:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში, ზ. ფალიაშვილის ძეგლთან, ი.ს. ბახის 333-ე დაბადების დღე აღინიშნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, „Bach in the Subways” საერთაშორისო პროექტია, რომლის ავტორიცაა ამერიკელი ჩელისტი დეილ ჰენდერსონი. აქცია-კონცერტის მიზანია კლასიკური მუსიკის, კერძოდ, ი.ს. ბახის შემოქმედების პოპულარიზაცია.
წელს უკვე მეოთხე წელია, რაც საქართველო ამ პროექტს უერთდება!
წლევანდელი ბახის დაბადების დღე განსაკუთრებულია საქართველოსთვის, “Bach in the Subways” წარმომადგენლებმა მსოფლიოს სამი ქალაქი აირჩიეს – სინგაპური, თბილისი, მესამე ქალაქი ჯერ არ არის ჩვენთვის ცნობილი – რომლებშიც ჩავიდოდა პროექტის ავტორი მონაწილეობის მისაღებად. ასევე ჩამოდის ფილმის – “Bach in the Subways” მსოფლიოს გარშემო – გადამღები ჯგუფი. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო ამ საოცარი პროექტის ეპიცენტრშია.
პროექტში მონაწილეობენ: სტუდენტები სხვადასხვა სამუსიკო სკოლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები და პროფესორები; მრავალი საინტერესო მუსიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები