სოზარ სუბარი და ქეთევან ციხელაშვილი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მივიდნენ

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სადაც რამდენიმე წუთის წინ ცხინვალის იზოლატორში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადაასვენეს, დევნილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი მივიდნენ.

ტატუნაშვილის ცხედარი ოსურმა მხარემ საქართველოს დღეს, დაღუპვიდან 26 დღის შემდეგ გადასცა.

ცხედარი ქართულ მხარეს წითელი ჯვრის მისიის შუამავლობით გადაეცა.

როგორც შსს-ში განმარტავენ ექსპერტიზას რამდენიმეე საათი დასჭირდება. ბიუროსს შენობაში შესულია ტატუნაშვილის მამაც, გიორგი ტატუნაშვილი. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ცხედარს წილკანში, დაღუპულის ოჯახში გადაასვენებენ.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ქართულ მხარეს ცხინვალის ვერსიის არ სჯერა და მიაჩნია, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები