შს წარმომადგენელი: მთავრობამ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა მომხდარიყო ტატუნაშვილის გადმოსვენება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მთლიანად, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა მომხდარიყო არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება,-ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.
ხოჯევანიშვილის ინფორმქციით, უწყებაში ტატუნაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინაეობს.

“გამოძიების ფარგლებში, მოხდება არჩილ ტატუნაშვილის სხეულის ექსპერტიზა, რის შემდგომაც, რამდენიმე საათში, მოხდება მისი გადასვენება თავის საკუთარ სახლში. ჩვენი მიზანია, რომ აღნიშნული ფაქტის გამოძიება მოხდეს სრულყოფილად, გამოვლინდეს დამნაშავეთა ჯგუფი და მოხდეს მათი დასჯა”,-განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები