კომპანია RMG დმანისში მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ აუქციონს გამოეთიშა

კომპანია RMG დმანისში, 16 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ აუქციონს გამოეთიშა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ისინი ეხსნებიან „ხელმოცარული პოლიტიკოსების მიერ ცუდად დადგმულ სპექტაკლს“.

„20 მარტის აუქციონთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ჩვენი კომპანია დაინტერესებული იყო აუქციონის წესით მხოლოდ გონივრულ ფასად მიეღო კონკრეტული 16 ჰა მიწის ნაკვეთი დმანისის რაიონში. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე არის მცდელობა ჩაგვითრიონ ბინძურ პოლიტიკურ თამაშში, რომელშიც დამოუკიდებელი ბიზნესის ადგილი ნამდვილად არ არის. კომპანიაში ვიცოდით, რომ აუქციონის პროცესიც კონკრეტული ძალის მიერ დადგმული აბსურდული თამაშის ნაწილი გახდებოდა.

შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ პროცესში მიგვეღო მონაწილეობა იმ მიზნით, რომ მოწინააღმდეგის ნამდვილი სახე გვეჩვენებინა. ახლა, როდესაც შედეგი სახეზეა და მათი რეალური ინტერესები გამოჩნდა, ვეხსნებით ხელმოცარული პოლიტიკოსების მიერ ცუდად დადგმულ სპექტაკლს.

მივმართავთ სახელმწიფოს, რომ უზრუნველყოს კერძო ბიზნესის დაცვა პოლიტიკური და მით უფრო მსგავსი დესტრუქციული ძალების ჩარევისგან სამართლებრივი ფორმით!“, – ნათქვამია კომპანია RMG -ის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები