მუხრან ვახტანგაძე აჭარაში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრის მუხრან ვახტანგაძის ინიციატივით, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის რეგიონალურ ორგანიზაციაში, 20 მარტს, აჭარაში მცხოვრებ ვეტერანებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
ვეტერანების განცხადებით,მსგავსი ტიპის შეხვედრა პირველად ტარდება დეპუტატის ინიციატივით, რისთვისაც მუხრან ვახტანგაძეს მადლობა გადაუხადეს.
მაჟორიტარმა დეპუტატმა ვეტერანების პრობლემების შესახებ მოისმინა და საკანონმდებლო დონეზე მხარდაჭერა აღუთქვა, შეთანხმდნენ რომ ვეტერანთა მდგომარეობისა და პირობების გასაუმჯობესებლად ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება.

“მეამაყება, რომ აჭარას ჰყავს ადამიანები, რომლებსაც თავიანთი ქვეყნის წინაშე უდიდესი დამსახურება აქვთ. მათი თავდადება და ეროვნული სულისკვეთება აუცილებლად დასაფასებელია. დღევანდელი შეხვედრა ჩემთვის საკამოდ ემოციურად დატვირთულია, მე მინდა კიდევ ერთხელ მოვეფერო და მადლობა გადავუხადო ჩვენ გმირებს”,- განაცხადა ვახტანგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები