ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ ნინო ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა მოინახულა

ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი ბიძინა გეგიძე ნინო ჟვანიას ქუჩის მაცხოვრებლების თხოვნით აღნიშნულ ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობას გაეცნო , სადაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად მთის დემონტაჟი მოხდა.
მაჟორიტარი დეპუტატი ესაუბრა ინჟინერებს და ადგილობრივ მოსახლეობას.

მისი თქმით: “არ არსებობს სეისმოლოგიური დასკვნა იმის შესახებ, რამდენად უსაფრთხოა აღნიშნულ ფერდობზე მშენებლობა. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ მშენებლობა მიმდინარეობს დამრეც ფერდობზე, რაც მოსახლეობის უსაფრთხოებას სერიოზული რისკის წინაშე აყენებს“.

პარლამენტარი ადგილობრივ მოცხივრებლებს დაპირდა, რომ აქტიურად მოახდენს აღნიშნული საკითხის მონიტორინგს და მიმართავს ქალაქ თბილისი მერიის ზედამხედველობის სამსახურს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დასკვნამდე არ განახლდეს მშენებლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები