საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკის პარლამენტების აპარატის უფროსებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ კოლეგას, კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის აპარატის უფროსს, სოკრატის სოკრატუსის უმასპინძლა. შეხვედრა კვიპროსის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის და თანმხლები დელეგაციის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ადმინისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის თაობაზე გაცვალეს ინფორმაციები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

„ჩვენთვის ძალიან საინტერესოა კვიპროსის პრაქტიკა, გამომდინარე იმ ასპექტებიდან, რაც მათ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გაიარეს. ასევე საინტერესოა საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციის პროცესი და ამ კუთხით პარლამენტის აპარატის როლი და მისი ჩართულობა. შეხვედრაზე შევთანხმდით, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი პარლამენტებს შორის კომუნიკაციას, როგორც კანონმდებლების, ასევე პარლამენტის აპარატის თანამშრომლების დონეებზე. საუბრის თემას ასევე წარმოადგენდა სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატის შეხვედრებზე ერთმანეთის მხარდამჭერი პოზიციების წარმოჩენა. ამ კუთხით ყურადღება, კვირის ბოლოს ჟენევაში გასამართ საპარლამენტთაშორისო კავშირის შეხვედრებზე გავამახვილეთ, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთად, აპარატის უფროსებიც იღებენ”, – განაცხადა გივი მიქანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები