ოკუპირებულ ცხინვალში ადასტურებენ, რომ ქართულ მხარეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს დღეს გადასცემენ

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ქართულ მხარეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს დღეს გადასცემენ.
ინფორმაციას ოსური სააგენტო „რესს“- ი ე.წ. პროკურატურის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, ცხედარს „წითელი ჯვრის“ მისიის შუამავლობით გადასცემენ.
“დღეს საქართველოს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი და დამოუკიდებელი ექსპერტიზის შედეგები გადაეცემა. ცხედართან ერთად ქართულ მხარეს იმ სატრანსპორტო საშუალებასაც გადასცემენ, რომლითაც არჩილ ტატუნაშვილმა დაკავებამდე საზღვარი გადაკვეთა, – წერს სააგენტო.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.
არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები