ირაკლი კობახიძე: უახლოეს დღეებში მოხდება კანონპროექტის „გირგვლიანის შესწორებების” ინიცირება

„უახლოეს დღეებში მოხდება კანონპროექტის „გირგვლიანის შესწორებების” ინიცირება, რომლითაც დადგინდება ახალი დანაშაულის კატეგორია და ეს დაფუძნებული იქნება იმ მძიმე წარსულზე, რომელიც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც „სისხლის სამართლის კოდექსში” შესატან ცვლილებებს ითვალისწინებს.

„უახლოეს დღეებში მოხდება კანონპროექტის „გირგვლიანის შესწორებების” ინიცირება. საუბარია „სისხლის სამართლის კოდექსში” შესატან ცვლილებებზე, რომლითაც დადგინდება  ახალი დანაშაულის კატეგორია და ეს დანაშაულის კატეგორია დაფუძნებული იქნება იმ მძიმე წარსულზე, რომელიც ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. ეს იყო შეთქმულება ერთი ადამიანის წინააღმდეგ სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირთა მხრიდან. იმისათვის, რომ ასეთი რამ საქართველოში აღარასდროს გამეორდეს, ჩვენ შეგვაქვს შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები