გიორგი მარგველაშვილი გენერალ სერ გარი ჯონსონს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კრიზისებისა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტთან, გენერალ სერ გარი ჯონსონთან რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, გამოწვევები და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის მდგომარეობა განიხილა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ გაზრდილი უსაფრთხოების გამოწვევების პირობებში განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა არ შეესაბამება გამოწვევებსა და ჰიბრიდულ საფრთხეებს.

პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში განხორციელებული საკანონმდებლო და სამთავრობო ცვლილებების შედეგად, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ნაკლებად ადეკვატურია, ვიდრე ის აქამდე იყო და ამ ვითარებას გამოსწორება სჭირდება. მნიშვნელოვანია, საქართველოს პარტნიორების, მათ  შორის, დიდი ბრიტანეთის ჩართულობა ეროვნული უსაფრთხოების სისტემის განვითარებისა და დახვეწის პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები