„შემუშავდება კანონპროექტები, რომლის საფუძველზეც კიდევ უფრო განმტკიცდება საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა“

„ჩვენი შეხვედრა შედგება აპრილის დასაწყისში, სადაც დეტალურად განიხილება ეს წინადადებები, რომლის საფუძველზეც შემუშავდება კანონპროექტები, რომლის საფუძველზეც კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა და უნდა გაუმჯობესდეს სასამართლო სისტემის ეფექტიანობა”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  სასამართლო რეფორმის მთავარი მიმართულებების სამუშაო ჯგუფის მეხუთე შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრა, რომელიც დღეს გაიმართა იყო კონსტრუქციული და შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრისთვის  სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, კონკრეტულ წინადადებებს წარმოადგენენ.

„ჩვენ გვქონდა დღეს ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც სასამართლო კორპუსის, და მთავრობის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო პარტნიორები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ჩვენ განვიხილეთ სამომავლო პროცესი, რომელიც დაკავშირებულია სასამართლო რეფორმასთან. ჩვენ ვთხოვეთ თითოეულ მონაწილეს, რომ შემდეგ შეხვედრამდე, რომელიც შედგება აპრილის დასაწყისში, წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები იმ ოთხ ძირითად საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უნდა იქნეს გათვალისწინებული სასამართლო რეფორმის ფარგლებში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები