ბათუმში დღის განმავლობაში 4 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ბათუმში, დღეს ოთხი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
რიგით მეოთხე ავარია ერისთავის და შავშეთის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა.
ტრაილერს ველოსიპედი შეეჯახა. ველოსიპედისტი ზოგადი დაჟეჟილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
კიდევ ერთი შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
ამჯერად, ავარია ლერმონტოვის ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვს ატომანქანა დაეჯახა.
მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაში თავად მძღოლმა გადაიყვანა.
თვითმხილველების თქმით, შეჯახების შემდეგ ბავშვი კონტაქტური იყო.
მძღოლმა შეძლო ავტომანქანის დამუხრუჭება. ზედაპირული დათვალიერებით, ბავშვი მძიმედ არ უნდა იყოს დაშავებული.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.

ფოტო : batumelebi.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები